სათაფლია მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. დარსდა 1935 წელს. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს.
სათაფლია იმერეთის დაცული ტერიტორიის ნაწილია და მისი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს.
ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, სათაფლიის კარსტული მღვიმე, რომლის სიგრძე 900 მეტრია, სიმაღლე 10 მეტრი, ხოლო სიგანე 12 მეტრი, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს“. სახელწოდება წარმოიშვა სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან.
ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც.