დენდროლოგიური პარკი

ფასი- 1 პიროვნება : 80 ₾


მდებარეობა :

პეტრას ციხე მუსიკალური პარკი მინიატურული პარკი დენდროლოგიური პარკი

დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, საგანგებოდ დიდი ზომის ვოლიერებში, ბუნებრივ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან ჩამოყვანილ 58 სახეობის ფრინველსა და ცხოველს ნახავ. მათგან მრავალი სახეობა საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. 

ყველაზე მეტი მნახველი თუთიყუშებს ჰყავთ, რომლებიც გამუდმებით ჟღურტულებენ და ათასფრები არიან - ასეთ ჰარმონიულ სიჭრელეს მხოლოდ ბუნება თუ შექმნის;

პარკის ცენტრში ხელოვნურად შექმნილ ტბაზე მთავარი ეგზოტიკური სანახაობაა - ვარდისფერი ფლამინგოები, პელიკანები, ყარყატები, ვარხვები და აფრიკული წეროები.

დამთვალიერებლები ვოლიერებში იხილავენ ლემურებსაც, ასევე ირმებს მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და სხვა.

პარკში სასეირნო ბილიკია მოწყობილი, რომელსაც მთელ სიგრძეზე ბამბუკის ხშირი კორომი მიუყვება; მთელ ტერიტორიაზე სპეციალური საინფორმაციო ბანერებია განთავსებული, სადაც დეტალურად არის აღწერილი კონკრეტული ხე-მცენარისა თუ ფრინველის სახეობა.

დენდროლოგიური პარკი მსოფლიოში არსებულ დენდროლოგიურ პარკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მასშტაბურია. ამის გათვალისწინებით, მას რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.

პეტრას ციხე

მუსიკალური პარკი

მინიატურული პარკი

დენდროლოგიური პარკი